,,მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში”- დავით არახამია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება. მისი თქმით,

,,მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში. ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას”,- წერს არახამია.

 

მსგავსი თემები