„მაჟორიტარები იმდენ ოლქში გვეყოლება რამდენზეც ფინანსები გვეყოფა” – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარობის ფუფუნების უფლება არ მექნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. პარტიის ლიდერის ინფორმაციით ამ ეტაპზე თითქმის ყველა რეგიონული ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში,

„გვაქვს პრაქტიკულად ყველა რაიონში ჩვენი ორგანიზაცია და გავლენიანი ჯგუფები, შედეგებზე კი გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მაჟორიტარები იმდენ ოლქში გვეყოლება, რამდენზეც ფინანსები გვეყოფა, მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პარალელურად შევძლებ თუ არა მაჟორიტარობაზე ვკონცენტრირდე არ  ვიცი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარობის ფუფუნების უფლება არ მექნება,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები