ამბროლაურის რაიონს დაცლის საფრთხე ემუქრებოდა – მამუკა ბახტაძე

  •  

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამბროლაურის რაიონს დაცლის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა გაჩნდა იმედი, რომ ეს პროცესი შეჩერდება და რეგიონი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

მამუკა ბახტაძე ამბროლაურში 27 აგვისტოს, ფუძეობის დღესასწაულს დაესწრო.
​მისი შეფასებით, ფუძეობა არაჩვეულებრივი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციულად აღინიშნება.

“მისასალმებელია, რომ რეგიონში ამ დროისათვის 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუ აქამდე ამ ულამაზეს და უნიკალურ მხარეს დაცლის საფრთხე ემუქრებოდა, ახლა ნამდვილად გაჩნდა იმედი, რომ ეს პროცესი არათუ შეჩერდება, არამედ პირიქით, რეგიონი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ჩვენი მიზანიც სწორედაც ეს არის – რომ კეთილდღეობამ და პროგრესმა თითოეულ ოჯახამდე მიაღწიოს”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები