,,რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში, ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია”- მიხეილ სააკაშვილი

რუსული ძალების მიერ,   კახოვკას ჰესის აფეთქებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ჰესის აფეთქება პანიკის ნიშანია.

,,რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის,” – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები