პუტინის განცხადებით, ევროპას რუსული გაზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს, რომ მათ, რუსეთის გარდა სხვა გზა არ აქვთ და თუ ნავთობის მომარაგების ალტერნატიული წყაროების ძიებაზე გადავა, ეს მისთვის მტკივნეული იქნება.

„რეალობა ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე, ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების გონივრული ჩამნაცვლებელი არ არსებობს. ბაზარზე არ არის როგორც სათადარიგო მოცულობები, ისე სხვა ქვეყნებიდან მიწოდების შესაძლებლობა. აშშ-დან გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდება“, – აცხადებს პუტინი.

მან რამდენიმე კვირის უკან გაცემული ბრძანებაც გაიხსენა, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებს“ ეხება. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, ე.წ. არამეგობრული ქვეყნების ბანკები თანხის გადაცემას აყოვნებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა „არამეგობარი ქვეყნებისთვის“ სანქცია დააწესა და მათთან მხოლოდ რუსულ ბანკებში გახსნილი ანგარიშით რუსულ რუბლზე ვაჭრობს.

 

 

მსგავსი თემები