ჩემს ძმისშვილს სჯიან ჩემს გამო – ლევან  ხაბეიშვილი 

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მის არასრულწლოვან ძმისშვილს სწორედ მის გამო სჯიან. ხაბეიშვილის თქმით, მისი ძმისშვილი კონცერტზე უკანა რიგებში დააყენეს.

,,…მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს…

“საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა … ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ “ადამიანებზე” …

ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა, საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე, სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ოჯახს იცავდა … სჯიან ჩემს გამო …

რა ვუპასუხო ამ ბავშვებს ? ან, რამდენი ბავშვი იჩაგრება ამ უსამართლო ქვეყანაში იმის გამო, რომ “მათიანი” არ არის … ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ უკან არ დავიხევ ასეთი სიმახინჯეები, რომ შევცვალოთ”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

მსგავსი თემები