,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია”- შარლ მიშელი

,,აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია.

„იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მკაფიო არჩევანი გაკეთდეს. არა რუსების გასახარად, არამედ მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ, ევროპულ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები