უკრაინამ რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დააწესა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამჯერად საუბარია პოლიტიკური სუბიექტებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანქცირებაზე.

სანქცირებულთა სიაში მოექცა 320-ზე მეტ რუსულ კომპანია და 40 ფიზიკური პირი. ფიზიკური პირებიდან „შავ სიაში“ შეყვანილი მოქალაქეებიდან 25 ადამიანი რუსეთის მოქალაქეა, 4 – შვეიცარიის, 2 – ირანის,  8 – მალის. ერთის მოქალაქეობა კი უცნობია.

დასანქცირებული კომპანიები ძირითადად დაკავშირებულები არიან  რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროსთან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სანქციები 10 წლით დააწესა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ჯამში დასანქცირდა 60 იურიდიულ პირი.

 

მსგავსი თემები