ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქართველ ლიდერს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მალხაზ პაქსაშვილის სასამართლო პროცესი. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. როგორც საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

„საქმეზე არის გრიფი „საიდუმლო”. მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩადენილ დანაშაულს ის არ აღიარებს. რამდენიმე წელია ის საქართველოში იმყოფება და მას შემდგომ, რას მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოში” და მონაწილეობდა მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართ სასამართლოს შუამდგომლობით, გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ და მოხდა მისი დაკავება”,- განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულს ამ ეტაპისთვის ადვოკატი არ ჰყავს, რადგანაც ის დაცვაზე უარს აცხადებს.

 

მსგავსი თემები