სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

„მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ, მშობლებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ, სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვეს.

მსგავსი თემები