,,არ ემეტებათ ფული, ძვირი ღირს”- აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან მეორედ გაათენეს ღამე. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.

,,არ ემეტებათ ფული, ძვირი ღირს. დამერწმუნეთ ეს რომ ღირდეს 100 000 ძალიან მალე შემოიტანდნენ. ეშინიათ, რომ სხვებიც გამოჩნდებიან. ფინანსებია პრობლემა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩემთვის მილიარდი ღირს. ჩემი შვილისთვის მინდა წამალი. წამალს ვითხოვთ. ვიხოცებით, ქუჩაში რატომ უნდა მეძინოს სამი შვილის დედას?”- განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ”მთავარ არხს”.

მსგავსი თემები