,,საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია”- ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე

,,საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია,” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის.

„მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ. 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება, რა თქმა უნდა, და არ ვიცი როგორ მოახერხებენ 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას”, – ნიკოლოზ განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი თემები