,,ვერავინ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში პოლიტიკური მოწვევა არ გაჟღერდება”- ზელენსკი

,,ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ  ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში დამსახურებული პოლიტიკური მოწვევა არ გაჟღერდა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  განაცხადი დაკმაყოფილებულიყო.
,,კიევში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებები უკრაინის დაცვას მიეძღვნა. ჩვენ ვემზადებით რამშტეინის შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ასევე ვემზადებით ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში დამსახურებული პოლიტიკური მოწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვისი წვლილი უფრო დიდია ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, თუ არა ჩვენი მეომრებისა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები