,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ”- მედვედევი

,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე წერს.

მედვედევი ეხმიანება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის განცხადებას, რომლის თქმითაც, უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა ჰუმანიტარულ და ეკონომიკური დახმარებას გასცდეს.

,,გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.

საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში – ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში?”, – განაცახადა მედვედევმა.

სამხრეთ კორეამ უკრაინას შესაძლოა შეიარაღება გადასცეს

მსგავსი თემები