,,რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს”- მამუკა მდინარაძე

,,სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ნაც.მოძრაობას და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.”

,,ბუნებრივია, გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს. თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს, ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ – ეს თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს და თუ არა იმ მიზანს, რომ ნაც.მოძრაობას და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმების და საქართველოში არსებული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსის შესახებ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

მსგავსი თემები