სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში – შვილი მოკლული მამის ცხედარს რამდენიმე დღე მალავდა

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში – ახალგაზრდა კაცმა საკუთარი მამა მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. მოკლულის ადგილსამყოფელით დაინტერესებულ მეზობელს შვილმა განუცხადა, რომ  მამამისი სახლიდან გავიდა და რამდენიმე დღე არ ჰყავდა ნანახი.

აღნიშნულის შემდეგ, მეზობლები სახლში შევიდნენ და კაცი საკუთარ საწოლში, მოკლული იპოვეს.

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

წყარო: პრაიმ ტაიმი.

მსგავსი თემები