,,კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს”- ხაბეიშვილი კითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიასთან დაზავებას

,,ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ”- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ნიკა მელიასთან დაზავებას.

მისი თქმით, კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს.

„კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს, ვნახოთ. ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ, არ არის აუცილებელი პირადად ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ვთანამშრომლობთ, სხვადასხვა აპოლიტიკურ ლიდერებთანაც, სხვადასხვა სამოქალაქო ადამიანებთანაც. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობით თუ მიმართულია მთელი ენერგია ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები