უკრაინამ 82 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეყანამ 82 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

მათივე ცნობით,  ცხედრების გადაცემა  ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხდება.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადაყვანა მოხდა რეინტეგრაციის სამინისტროსთან არსებული დაკარგული პირების კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით.

 

მსგავსი თემები