პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს

საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი მთავრობა გახდა.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იგეგმებოდა.  პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო. ის პირადად პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიიწვია, თუმცა, ვიზიტიგადაიდო.

 

მსგავსი თემები