დღეს წითელი პარასკევია

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევია. ამ დღეს  მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

 

მსგავსი თემები