რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემების გამო დაპირისპირება აქვთ – საიდუმლო დოკუმენტები

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემებთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ოფიციალური პირები არ ითვლიან რუსეთის ეროვნული გვარდიის, ვაგნერის დაქირავებულთა და სხვა დაღუპულების ზუსტ რაოდენობას.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, თებერვლისთვის დანაკარგი (დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა) თითქმის 110 000 იყო. რუსეთის ბოლო ოფიციალური მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრით თარიღდება, როდესაც მათ 5 937 სამხედროს სიკვდილი დაადასტურეს.

დოკუმენტების თანახმად, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ჯგუფებს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება უკრაინაში ომის მოგვარების თაობაზე და რომ რუსეთი თავს არიდებდა დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის გახმაურებას.

 

მსგავსი თემები