სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა

ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა. რუსული მედიის ინფორმაციით, სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლის სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა.

,,მუსიკოსმა სამედიცინო დაწესებულებას 80 წლის იუბილე მიულოცა და გმირებს ჰიტების ცოცხალი შესრულებით მხარი დაუჭირა,”- იუწყება Kavkaz Post.

მედიის ცნობითვე, სოსო პავლიაშვილმა მსმენელისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები „ვილოცოთ მშობლებო“ და „საღამო მშვიდობისა“, ასევე კომპოზიცია ქართულად შეასრულა.

 

მსგავსი თემები