საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ძვლებით და ე.წ. შპრიცით – უკრაინული მედია

საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ნაშთებით და შპრიცით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ტელეგრამის არხი BAZA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 12 აპრილს მიღებული ამანათი გარეგნულად იყო ჩვეულებრივი „რუსული ფოსტის“ პაკეტი. სტანდარტული სკანირების პროცედურის დროს კი საელჩოს თანამშრომლებმა შიგნით პატარა ძვლები და ე.წ. შპრიცი დაინახეს. ამის შემდეგ საელჩოში პოლიცია გამოიძახეს და  ამანათი სამართალდამცველებმა წაიღეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ამანათები საფრანგეთის საელჩომ უკვე ორჯერ მიიღო.  ივნისში მიღებული ამანათში იდო ძვლები და ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს იყო “სუვენირები ყირიმიდან”. დეკემბერში საელჩომ მიიღო ამანათი მკვდარი თაგვითა და ობობით.

,,როგორც ახლაც და გასულ ზაფხულს, გამგზავნზე მითითებული იყო პიერ ნოტარიანი. თუმცა, ახალი ამანათი ძვლებით საელჩოში ჩამოვიდა არა ევროპიდან, არამედ ყირიმის ქალაქ სუდაკიდან”, – წერს ბაზა.

მსგავსი თემები