,,სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო”- საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

,,სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია,” – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით.

მისივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა.

„ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, – განაცხადა წერეთელმა.

წყარო: პირველი არხი.

მსგავსი თემები