გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, წელს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ არის მოსალოდნელი

აშშ-ის გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას  The Washington Post ავრცელებს.

,,კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა 2023 წლის განმავლობაში ყველა განხილულ სცენარში“, – ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.

ამასთან აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის ომში გამარჯვებული ვერცერთი მხარე იქნება.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში გამოთქმულია პროგნოზი, რომ ეს წელი დასრულდება მხოლოდ “მცირე” ტერიტორიული მიღწევებით ორივე მხარისთვის, როგორც შედეგი იმისა, რომ არის არასაკმარისი ჯარი და მარაგი ეფექტური ოპერაციებისთვის.”

მსგავსი თემები