,,არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს”- ეკა სეფაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს გადაეხადა.

,,ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა,” – განაცხადა სეფაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის “პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

მსგავსი თემები