,,ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობა“- ალეკო ელისაშვილი

,,ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასზე აყოლილი ერთი-ორი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, პრეზიდენტს გვინდა, მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილთან და წითლიძესთან დაკავშირებით რაღაც დიდ შეთქმულებებში შევიდე. მე რაც წავიკითხე, სადაც არიან წასული, იმ ვიზიტს ერთ და ნახევარ დღეში ვერ დაგეგმავ. ამიტომ არ მინდა, მათ დავაბრალო. უბრალოდ, ასე არეულ-დარეულად მოხდა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ ერთი-ორი მასზე აყოლილი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა. საგამოძიებო კომისიის საკითხზეც ყველანი უხერხულში აღმოვჩნდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები