მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის “პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

  მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.