,,რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება”- კელი დეგნანი მეორე ფრონტზე

,,რატომ უნდა გვინდოდეს,  საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?!,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპაუშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩმა ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

,,რაც შეეხება “მეორე ფრონტის” საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება, მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს., ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან… რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?! ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები,”- განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები