პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების აზრი არ მომწონს – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოს დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბების აზრი არ მოსწონს.

მისი თქმით, პარლამენტი ალბათ, არ არის ის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს.

,,თუკი რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია. მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია სადაც ჩვენ ვისმენთ, მაგალითად NGO-ების კრიტიკას ცალკეული მოსამართლეების მიმართ, ან პრობლემების შესახებ რომელიც შეიძლება არსებობდეს სასამართლო ხელისუფლებაში, ასე მშრალად მითითება საკმარისი არ იქნება.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, მე სიმართლე გითხრათ, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ალბათ ის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები