“იქნება გადავხედოთ გაცემულ ნებართვებს” – ნინო ჩხობაძე ხე-ტყის უკანონო ჭრაზე 

მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ხე-ტყის მასობრივი ჭრის აღსაკვეთათ ხელისუფლებას ურჩევს დაინტერესდნენ კანონიერი გზით გაცემული ნებართვებით და ხე-ტყის სახერხი საამქროების მუშაობით, რომლებიც საქართველოში მრავლად არის. ასევე, დასარეგულირებელია ბაზარი.

როგორც ნინო ჩხობაძემ მედიაცეტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ძალიან ბევრი სახერხია გახსნილი საქართველოში, რომელიც ადგილზე მოჭრილ ხე-ტყეს ამუშავებს. ასევე  სერიოზული კვლევაა საჭირო თუ რა ხდება ბაზართან მიმართებაში.

​მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვის დროზე და ახლაც, გარემოს დაცვის სამინისტრომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მასობრივი ჭრები და მუდმივი კონტროლი დაწესებულიყო, მაინც ხდება არალეგალური ჭრები და საკმაოდ მაღალი პროცენტით. აქედან გამომდინარე, ჩხობაძის აზრით, პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ეკონომიკური მექანიზმის ჩართვა, რასაც ფასი განაპირობებს.

ნინო ჩხობაძე მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ​სპეცრაზმის გამოყენება, ასეთი საკითხების მოსაგვარებლად საჭირო არ არის, უკეთესი იქნებოდა დეტალური განხილვები გამართულიყო ადგილზე.

“სანამ სპეცნაზი მივიდოდა, ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები უნდა ჩასულიყვნენ იქ. ძალოვანი სისტემების გამოყენება გარემოს დაცვის პრობლემების მოსაწესრიგებლად, მთლად სწორად არ მიმაჩნია. მნიშვნელოვანია, უფრო მეტად გარკვეულიყო და კარგად გაანალიზებულიყო იქ არსებული ვითარება. იქ არის მოსახლეობა, რომლებსაც ლეგალურად გააჩნიათ ხე-ტყის ჭრის ნებართვები, იქნებ გადავხედოთ ამ ნებართვებს”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

 

მსგავსი თემები