დასანქცირებული ქართველი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევლენ

მოსამართლეები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვერ შევლენ. მათ გაუუქმდებათ მოქმედი ვიზები და სანქციები მათი ოჯახის წევრ4ებსაც შეეხებათ.

როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შტატები ყოველთვის დგას ძლიერი და სამართლიანი მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის გვერდით.

„ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328 (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ცნობილი მოსამართლე დაასანქცირა. ესენი არიან: ლევან მურუსიძე, ვალერი ცერცვაძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია.

 

მსგავსი თემები