ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია! – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია. მათივე ცნობით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის დანაშაულია.

,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე; ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 1-დან 2 წლამდე; ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ იხილეთ – ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი თემები