,,ბევრი საუბრობს საცობებზე – თბილისი რაცაა, ვიცით ყველამ, ამ ქალაქს ვერ გაბერავ”- კახა კალაძე

,,თბილისი რაც არის ვიცით ყველამ, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, საცობების პრობლემა  წლიდან წლამდე  კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში.

,,ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილებით გადაადგილება. ნუ, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით და უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ვთქვათ, დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება კონკრეტულად. ხვალ-ზეგ, როდესაც კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, მერე რას ვშვრებით? მერე რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს? ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას არ აქვს ალტერნატივა, თუმცა თუ არსებობს ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გეგმა, რომ მთლიანად შეიძლება მოიხსნას ეს პრობლემა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მეც და ჩემი თანამშრომლებიც,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები