,,ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე ხელისშემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით”- ზურაბ ჩხაიძე

ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღე-ღამის განმავლობაში 400-450, მაქსიმუმ 500 კალორიას იღებს.

მისივე თქმით, სააკაშვილს არაერთი კვლევა ჩაუტარდა,  სადაც გამოირიცხა რაიმე ხელშემშლელი პირობა სააკაშვილის მიერ საკვების არმიღებასთან დაკავშირებით.

„საკმაოდ რთულია კვებასთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი რთულია ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. ვერ იღებს თუ არ იღებს საკვებს – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე წინააღმდეგობის ან ხელისშემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით. ასევე ენდოკრინოლოგიური კუთხით ჩაუტარდა კვლევა, საიდანაც მიღებულ იქნა დასკვნა, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომელიც შეიძლება, პროცესის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს, თუმცა მაინც იგივე გრძელდება. მაინც არ ხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული კალორაჟის მიღება, რომელიც სულ მცირე 1700-მდე კალორიის ფარგლებშია. დღე-ღამის განმავლობაში იღებს 400-450 და მაქსიმუმ 500 კალორიას“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი თემები