ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა. მისი თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობისთვის.

,,მე მომავალ კვირას მივდივარ. როგორც ხედავთ, ბევრი ევროპელი სტუმრობს ჩინეთს. ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მოსალოდნელია იმოქმედოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება და აგრესორის მხარეს ვერ დადგება.

ჩინეთთან ცხადი ვიყავით: მისი პოზიცია სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე განსაზღვრავს მათთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხს”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები