,,სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.

,,რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში, ისინი ვერც მალავენ, პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ აგიტაციას შეუერთდა თქვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილი, როცა მას ჰქონდა მოხსენება საქართველოს პარლამენტში, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად, ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს, ეს არის გლობალური ომის პარტია”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები