„ქართული ოცნება“ დაისჯება როგორც ღმერთისგან, ისე ქართველი ხალხისგან“ – ლაშა ბაქრაძე

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ისმის საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი და საქართველოს, ევროკავშირის ამერიკისა და უკრაინის დროშები ფრიალებს. აქციის მონაწილეები აგრძელებენ პროტესტს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთის გავლენის აგენტებს ეხება და რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ლაშა ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაისჯება როგორც ღმერთისგან, ისე ხალხისგან.

„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არ აღმოჩნდა 10 ადამიანიც, რომელიც სხვების სულსაც იხსნიდა. „ქართული ოცნება“ დაისჯება ღმერთისგან და ქართველო ხალხისგან.  ყველა , ვინც ტირანიის  წინააღმდეგ იბრძვის, სწორ მხარეს დგას. თავისუფლება, ეს არის ყველაზე დიდი რამ,რაც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამისთვის ბრძოლა ღირს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე“ – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ აქციაზე.

მსგავსი თემები