,,ერთი სტუდენტი არის ნაცემი – ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე”- ლევან ხაბეიშვილი

,,ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის არ შეგეშინდეთ, ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე სადმე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო არის ჩვენთან ერთად,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ერთი სტუდენტი არის ნაცემი.

„გუშინ პუტინისტებმა რუსული კანონის განხილვის პარალელურად ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები დააკავეს. აქ იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დააკავეს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები. გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად, რუსულად, როგორც იცის, ზუსტად ისე. 36 ადამიანი ჰყავთ დაკავებული და იზოლატორში გამოკეტილი. პატარა პუტინისტები – სირაძე, ბზიშვილი, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და მაღალი თანამდებობის პირები არიან, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ გუშინ, იცავდნენ პუტინის რუსულ კანონს და ადამიანები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ქვეყნის გარუსებას აპროტესტებდნენ და თავისუფალ, ცივილურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ. ახლა ერთ-ერთ იზოლატორთან ვართ, სადაც ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული. ჩვენი იურისტი ყველას მონახულებას ეცდება, გვინდა, ყველას უფლებები დავიცვათ. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულები. ჩვენი ინფორმაციით, ერთი სტუდენტი არის ნაცემი და როგორც ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები