,,დაკავებულმა ძალადობის ფაქტი უარყო”- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დიღმის სამმართველო დატოვა. მან  გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ერთი პირი მოინახულა.

გამომძიებელის თქმით, დაკავებულმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო.

,,შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან, აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით. გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმში, ყველა შეტყობინებაზე რაც ჩვენთან შემოდის, ტარდება დროული და ეფექტური რეაგირება. თუ არის ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჩვენს სამსახურში შემოსული შეტყობინება, რეაგირებაც მოხდება. მე არ მინახავს, მაგრამ თუ არის გავრცელებული და შემოსული ინფორმაცია რეპორტიორების თემასთან დაკავშირებით, რეაგირება იქნება, – განაცხადა ირაკლი კაჭკაჭიშვილმა.

მსგავსი თემები