,,გარდაიცვალა მე-10 კლასის მოსწავლე”- N51 საჯარო სკოლა ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის N51 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა მე-10 კლასის მოსწავლე.
,,სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დავით დგებუაძის გარდაცვალების გამო.
სკოლის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,”- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები