მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია ვრცელდება

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, დაავადებულთა ნახევარი ბავშვია.

,,გასულ კვირას გამოკვლეული 23 შემთხვევიდან  მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. დაავადებულთა ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები კი გავრცელების მიზეზად საკვების მიუთითებენ, ”  – განაცხადა მერის მრჩეველმა.

ცნობისთვის, ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს.

 

მსგავსი თემები