მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უკრაინის საზღვარზე, საგუშაგო “ლარგასთან” რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს.
უწყების ცნობით, მიიღეს სასწრაფო ზომები ტერიტორიის დასაცავად, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის თანამშრომლებიც.
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს უკვე რაკეტების ნარჩენების ჩამოვარდის მეოთხე შემთხვევაა.