სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საკუთარი წინადადებების პროექტი გაუგზავნა

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა დაასრულა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და თავისი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს არა ომის დაწყებას, არამედ გრძელვადიან მშვიდობას.

„როდესაც ვსაუბრობთ წინადადებებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს სრულფასოვანი დოკუმენტის პროექტი ჩვენი წინადადებებით. დოკუმენტი გადაეცა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებსაც. ჩვენ პროექტზე ვმუშაობთ შემდეგი პროექტიდან გამომდინარე – უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს მისი ხელმოწერა. გასაგებია, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს მისაღები აზერბაიჯანისთვისაც. ვიმედოვნებთ, მოლაპარაკებების სამი ეტაპის შედეგებით მიღწეული პროგრესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ხედვა არის შემდეგი: დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, შეკავებებისა და ბალანსის ისეთ სისტემას, რომელიც გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის ნებისმიერ სცენარს გამორიცხავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები