„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, იმ შემთხვევაში თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება.

„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე – თუნდაც ერთი ჯარისკაცი – მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები