ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი  თავი შეიკავა.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი წვლილისთვის“, – აღნიშნულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ევროპრლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მიიღოს მან სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერების შეჭრის გამო, სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო.

 

მსგავსი თემები