რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა – კიევის ეკონომიკის სკოლა

კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა.

მათივე ცნობით, რუსული ბაზრიდან მთლიანად მხოლოდ 179-მა საერთაშორისო კომპანია გავიდა, დანარჩენები კი რუსეთში საქმიანობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებენ.

ინსტიტუტის ინფორმაციით, 491-მა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტენ და ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ. 1218 კომპანია კი, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.

მსგავსი თემები