„მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება“ – გაფრთხილება მოსახლეობას

ტოქსიკოლოგი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციებს აძლევს. როგორც ტოქსიკოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების.

ზაფხულის პერიოდში,  განსაკუთრებით, მომავალი 8 დღის განმავლობაში პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე აცხადებს ტოქსიკოლოგი.

„ჩვენი პროგნოზით, მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება. მოსახლეობას ვაფრთხილებთ:

·        ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით ძალიან მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელების – როგორც ცალკე, ასევე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებისგან;

·         თავი შეიკავეთ ენერგეტიკულ სასმელებისა და არყის, ვისკის ან სხვა მაღალგრადუსიანი სასმელების ერთმანეთში შერევით დამზადებული კოქტეილის მიღებისგან;

·        დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები: წყალი და ხილის წვენი;

·        მაღალი ტემპერატურისას შეძლებისდაგვარად ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. პლაჟზე ყოფნის ოპტიმალური დრო არის დღის 12:00 საათამდე და დაახლოებით 16:00 საათის შემდეგ;

·        არ დაუშვათ თვითმკურნალობა.

როგორც ტოქსიკოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, კორონავირუსი არსად წასულა, ის აქვეა, ჩვენთან ერთად.

„გახსოვდეთ კორონავირუსის არსებობა, განსაკუთრებით მისი „დელტა ვარიანტი“, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მძვინვარებს და ჩვენთანაც არის ერთეული შემთხვევები. არ დაუშვათ თვითნებურად მკურნალობა, რადგან „დელტა ვირუსის“ სიმპტომები: სურდო და ხველა, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და პაციენტს შესაძლოა აერიოს, „დელტა ვირუსის“ არსებობის შემთვევაში კი დროის დაკარგვა დაუშვებელია“, – განაცხადა კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები