,,მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ,” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შემოვიდა მელიქიშვილი და მითხრა, კეზერაშვილმა კბილები უნდა ჩაგისვასო…

უკვე თვეებია, კეზერას დაფინანსებული კბილები პარტიის სამზარეულოში დევს, ჭიქაში! – ვუთხარი კეზერას ნათესავს, წაიღეთ, აღარ მინდაო, მაგრამ უარი მივიღე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“. აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელიამ უპასუხა.
https://mcm.ge/175009/

მსგავსი თემები