რუსეთმა დაახლოებით 122 170 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 122 170 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 122 170; ​ტანკი – 3 152; ჯავშანტექნიკა – 6 284; საარტილერიო სისტემა – 2 148; სარაკეტო სისტემა – 448; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 289; ვერტმფრენი – 281; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 897; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 944; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 194.

მსგავსი თემები